Foto

NYT - აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საპასუხო გეგმაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატების თეთრმა სახლმა შექმნა საიდუმლო სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო სცენარს და ნატო-ს საპასუხო ზომებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასობრივი განადგურების  ქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ე.წ ვეფხვთა ჯგუფი, რომლეშიც შედიან ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები, 28 თებერვლიდან ატარებს სიმულაციურ წვრთნებს, რათა შეიმუშავოს შესაძლო საპასუხო ზომები.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ჯგუფი ასევე შეიმუშავებს რეაქციას იმ შემთვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ტერიტორიას დაესმება თავს, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ რუსი სამხედროები დაიწყებენ კოლონების დაბომბვას, რომლებიც უკრაინას ალიანსის ქვეყნებიდან იარაღსა და დახმარებას აწვდიან.

ამასთანავე, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვირაში 3-ჯერ შეიკრიბება, ასევე შეისწავლის მზადყოფნას რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებზე - მოლდოვასა და საქართველოზე თავასხმის შემთხვევაში.

სულ რაღაც ერთი თვის წინ, ასეთი სცენარი საკმაოდ ჰიპოთეტური ჩანდა, წერს გაზეთი, თუმცა დღეს, თეთრმა სახლმა და ნატო-ს შტაბ-ბინამ გააცნობიერეს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ყელაზე ძლიერი იარაღი თავის არსენალში სამხედრო ჩიხების დასაძლევად.

მოსალოდნელია, რომ ნატო-ს ყველა ლიდერი მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარსდღეს, ბრიუსელში დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე განიხილავს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც დაესწრება.